სასტუმროს შესახებ

თბილი გარემო და არაჩვეულებრივი მდებარეობა

ბაკურიანი კავკასიის რეგიონის ულამაზესი კურორტია. იგი მისი უნიკალური მდებარეობით, ზღაპრული ბუნებით, არაჩვეულებრივი კლიმატითა და შესანიშნავი სათხილამურო ტრასებით უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელი წლის განმავლობაში. ბაკურიანი მდებარეობს ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, ხოლო ბორჯომიდან 30 კმ. დაშორებით და მთებითაა გარშემორტყმული,რომელთა ფერდობებზე შეფენილია წიწვოვანი ტყეები. თყეებს ზემოთ მდებარეობს ალპური მდელოები. აქვე იღებს სათავეს მსოფლიოში განთქმული მინერალური წყლები.

სასტუმრო ,,წითელი სახლი” გაიხსნა 2007 წლის იანვარში. 2013 წელს მოხდა სასტუმროს განახლება და მას დაემატა 4 ლუქსის ტიპის ოთახი, ბარი და საბილიარდო. სასტუმრო ულამაზესი ხედებითაა გარშემორტყმული. აქ ჰარმონიულადაა შერწყმული ევროპული სტანდარტები და ქართული სტუმართმასპინძლობა. ,,წითელი სახლი”-ის მდებარეობის უპირატესობას წარმოადგენს მისი სიახლოვე ბაკურიანის ცენტრთან და ამავე დროს სათხილამურო ტრასასთან.

ოთახის ფანჯრებიდან მოჩანს შესანიშნავი ხედები. ერთი მხრიდან კოხტა გორა, მეორე მხრიდან ეგრეთწოდებული ,,ოცდახუთიანის’’ მთის ფერდობი.
,,წითელი სახლი” გთავაზობთ 12 ნომერს: 4 ლუქსის ტიპის ორ ოთახიან ნომერს, 3 ორადგილიანს და 5 სამ ადგილიან ნომერს. სასტუმროს ყველა ნომერი მოწყობილია თანამედროვე სტილისა და უმაღლესისტანდარტების შესაბამისი ავეჯით. საშხაპე, ცენტრალური გათბობა და სატელიტური ტელევიზია დამსვენებელთა სრულ კომფორტს უზრუნველყოფს.სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრებს შეუძლიათ შეუზღუდავი,უფასო ინტერნეტით სარგებლობა. თითქმის ყველა ოთახს აქვს აივანი ულამაზესი ხედებით, სასტუმროში განთავსებულია საბავშვი ოთახი, აგრეთვე ოთახი ტენისის მაგიდით, სამრეცხაო და რაც მთავარია 24 საათიანი მომსახურება ნომრებში. სასტუმროს ეზო კეთილმოწყობილია საქანელებით, დასასვენებელი ადგილებითა და პარკინგით. გვესტუმრეთ დაუვიწყარი დღეების გასატარებლად