ბაკურიანი

ბაკურიანი იდეალური ადგილია, როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში

ბაკურიანი საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამთო-კლიმატური კურორტია, რომელიც ასევე ცნობილია თავისი სამთო-სათხილამურო ტრასებით. ყოველწლიურად აქ ათეულათასობით ადამიანი ჩამოდის, ქართველიც და უცხოელიც, რათა დაისვენონ, ისიამოვნონ თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალით, დატკბნენ კავკასიონის ულამაზესი ხედებით, მოიარონ წიწვიანი ტყით დაფარული მიდამოები, დალაშქრონ მარშრუტები ახლომდებარე სოფლებსა და წყაროებამდე, როგორც ფეხით, ასევე ცხენით, ველოსიპედით, თოვლმავლით ან კვადროციკლით.
ბაკურიანი არაჩვეულებრივი ადგილია როგორც ოჯახების დასვენების, ასევე სპორტისა და ბუნების მოყვარული ახალგაზრდებისათვის.

ბაკურიანი ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე (5.576 ფუტზე) მდებარეობს. თბილისსა და ბაკურიანს შორის მანძილი 180კმ-ია (111.847 მილი), ხოლო ბორჯომიდან ის მხოლოდ 30კმ-შია (18.6411 მილი).
ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია, ზამთარი – ცივი, თოვლიანი, ზაფხული – ხანგრძლივი. საშუალო წლიური ტემპერატურა 4,3 C, იანვრისა – 7,2 C, აგვისტოსი 15 C. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე.