ენა: ka

ვალუტა: GEL

აირჩიეთ
სართული:

მოედანი ავლაბარი ბლოკი N3

მოედანი ავლაბარი- ბლოკი N3 მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 2018 წელს შეიქმნა.

პროექტი აერთიანებს ერთ სივრცეში სასტუმროს, სამუშაო და კომერციულ ფართს, ასევე საზოგადოებრივ სივრცეს. პირველ სართულზე თქვენთვის მოეწყობა კაფეები, რესტორნები და მაღაზიები, რომლის გამოყენება არა მარტო თქვენ არამედ თქვენს სტუმრებსაც შეეძლებათ.

საცხოვრებელი კომპლექსის იდეა თბილისური ცხოვრების შთაგონებით დაიბადა. ძველი თბილისის ყოველდღიურობა და თბილისის ეზოები მუდამ სიცოცხლით სავსე იყო და გამოირჩეოდა განსაკუთრებით თბილი ურთიერთობებით, სიმღერით, გართობით, თამაშებით და ხმაურით. გადავწყვიტეთ შეგვექმნა სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა - მუშაობის, დასვენებისა და მეტი სოციალური კავშირების დამყარება ცოცხალ და დინამიურ გარემოში.

 

ავლაბარი, თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია, რომელიც  გონივრული ინვესტიციაა. ეს ქალაქის ერთ-ერთი ცხელი წერტილია, რომელიც მუდამ ტურისტებით და ადგილობრივებითაა სავსე. აპარტამენტის შეძენა და გაქირავება „მოედანში“ სულ უფრო და უფრო მომგებიანი ხდება.

 

საცხოვრებელი კომპლექსის მახასიათებლები:

 

·       უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები

·       სახანძრო სისტემა

·       ვიდეომეთვალყურეობის სისტემა

·       ჭკვიანი საკეტი, რაც ბინაში შესვლას გასაღების გარეშე უზრუნველყოფს.