King’s Garden Hotel & Residence
ქინგს გარდენის უნიკალური პროექტი მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში, მირზა შაფის ქუჩაზე. ლეგენდის თანახმად, V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა სწორედ ამ მიდამოებში დააარსა ქალაქი თბილისი.
პროექტი გთავაზობთ:
· მდიდრულ სასტუმროს, გამორჩეულ საცხოვრებელ კომპლექსს და პრემიუმ კლასის ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას.
· კომპლექსი ნარიყალას ციხესიმაგრესა და ბოტანიკური ბაღის მეზობლად მდებარეობს, საიდანაც პირდაპირ გადმოჰყურებს ძველ თბილისურ აბანოებს და ქალაქის ისტორიულ ცენტრს.
· დეველოპერული პროექტი წარმოადგენს მდიდრულ საცხოვრებელ რეზიდენციას და გამორჩეულ სასტუმროს, სათანადო კეთილმოწყობით: რესტორნები, სპა, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, ვალეტ პარკინგი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელმისაწვდომია, როგორც სტუმრებისთვის, ასევე აპარტამენტების მესაკუთრეებისთვის.