სტატუსი 26%

მეტროპოლი ორთაჭალა

ორთაჭალა გულიას ქ. თბილისი

"მეტროპოლ ორთაჭალა" დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან მხოლოდ ათი წუთის სავალზე მდებარეობს. ორთაჭალა, ცნობილი თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობით, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ ნაწილს წარმოადგენს. ეს სტრატეგიული ადგილმდებარეობა კომპლექსს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციო უძრავი ქონების სახით.

პროექტი ორ მრავალსართულიან შენობას ითვალისწინებს, რომლებიც ჯამში 704 ბინას მოიცავს. ბინების ფართობი მერყეობს 48.1-დან 123.9 კვადრატულ მეტრამდე, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, საკუთარი საჭიროებების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე აირჩიოს.

ამ ფართო არჩევანის შედეგად კი, ,,მეტროპოლ ორთაჭალა" მიმზიდველია სხვადასხვა სეგმენტისთვის - დაწყებული კომპაქტური და ფუნქციური სივრცეების მოყვარულებით, დამთავრებული დიდი ოჯახებით, რომლებიც მეტად მოცულობით და კომფორტულ საცხოვრებელს ეძებენ.

კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა:

  • სხვადასხვა ტიპის, მაგალითად პადელის მოედნები , აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის;
  • სარბენი და ველობილიკები, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის;
  • საბავშვო მოედნები ოჯახებისთვის;
  • მწვანე და დასვენების სივრცეები ყველა ასაკის მცხოვრებლისთვის.

ამგვარი ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ კომპლექსს, არამედ სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

ფასი

3459.46 - 4063.49 ₾
1260.00 - 1480.00 $

ფართი მ²

48.40 - 122.70

მოითხოვე ზარი