ენა: ka

ვალუტა: GEL

მშენებლობის
დასრულება:
აირჩიეთ
სართული:

ჰილს ბოტანიკი A block

Sairme Hills Botanic – პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი სახლი დედაქალაქის გამორჩეულ უბანში, საირმის გორაზე.

პროექტი შედგება ორი საცხოვრებელი სახლისაგან („ა“ და „ბ“ ბლოკი), რომელთაგან „ა“ ბლოკი წარმოადგენს ერთ-სადარბაზოიან 6-სართულიან კორპუსს, ხოლო „ბ“ ბლოკი – სამი სადარბაზოსაგან შემდგარ 8-სართულიან კორპუსს.

პროექტი მოიცავს როგორც საცხოვრებელ ბინებს 55 კვ.მ.-დან, ასევე პენთჰაუზებს 280 კვ.მ.-მდე , საერთო სარგებლობის სივრცეებს, როგორიცაა ლაუნჯის ტიპის ლობი, სატრენაჟორო დარბაზით. სამ-დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელშიც მოხვედრა შესაძლებელია როგორც საირმის ქუჩიდან, ასევე, ყაზბეგის და ცინცაძის გამზირებიდან (შევარდენიძის ქუჩის გავლით), ამავე მიმართულებით მოეწყობა საფეხმავლო გასასვლელები.