ენა: ka

ვალუტა: GEL

საკენი

მშენებლობის
დასრულება:
აირჩიეთ
სართული:

საკენი

ფასის დიაპაზონი $2450 - $2855

საკენი 38 სართულიანი შენობაა, რომელიც შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე. სამივე მათგანს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი და ლობი. 

საკენის უპირატესობა საჭირო და მნიშვნელოვანი ობიექტების ერთ სივრცეში განთავსებაა, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროსა და ენერგიას, ამცირებს ხარჯებს და  კონცენტრირებულს ხდის ჩვენს ყოველდღიურობას.

საკენის საერთო მოხმარების სივრცები გამოირჩევა ფუნქციური მრავალფეროვნებით.

განტვირთვისა და დასვენებისთვის მოწყობილი 2000 კვ.მ გამწვანებული ეზო ქალაქის ცენტრში ყოველთვის დიდი და მნიშვნელოვანი  ბენეფიტია, ხოლო საკუთარ სახცოვრებელ გარემოში არსებული 25მეტრიანი საცურაო აუზი, სპაცენტრი, ჩოგბურთის მინიკორტი თუ ფიტნეს დარბაზი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  ცხოვრების ჯანსაღ წესს.
კომპლექსის შიდა პერიმეტრზე გადანაწილებული კაფე-რესტორნები და ესთეტიკური ცენტრები ამაღლებს განწყობას, ხოლო სუპერმარკეტი, აფთიაქი თუ ბანკი, ამარტივებს ყოველდღიურ საჭიროებებს.
დახვეწილი დიზაინის ლობი, ქო-ვორქინგი და ოფისებისთვის განკუთვნილი სივრცეები მკვეთრად  უსვამს ხაზს საკენის გამორჩეულ მრავალფუნქციურ გარემოს.

საკენი - ყველაფერი თავმოყრილი ერთ სივრცეში, სადაც მარტივია დროის განაწილება.