ენა: ka

ვალუტა: GEL

ბელუქსი

Scroll

ბელუქსი

ბელგიური ავეჯის სახლი: „ბელუქსი“ (Belux) დაარსდა 1997 წელს. იგი პირველი ავეჯის სალონი იყო თბილისში რომელმაც განახორციელა უმაღლესი ხარისხის ევროპული ავეჯის იმპორტი საქართველოში. ბელუქსის როგორც ბრენდის ჩამოყალიბებაც ამ პერიოდში დაიწყო. პირველი PR კამპანია განხორციელდა ბილბორდის და სატელევიზიო რეკლამის სახით, სადაც მომხმარებელმა იხილა ტახტზე წამოწოლილი ხარი, რაც ძალიან ეფექტური და ყველასათვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.


პირველი შოურუმი საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიხსნა. განვითარების მანძილზე ბელუქსი სამ შოურუმს ფლობდა თბილისის მასშტაბით. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ერთ დიდ კომფორტულ სივრცეში გაერთიანდა, სადაც ავეჯის ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი განთავსდა და მომხმარებლებისთვისაც შეძენის პროცესი უფრო გამარტივდა.


ბელუქსმა მალევე შეძლო დაემკვიდრებინა ყველაზე დახვეწილი, გემოვნებიანი, ევროპული სტანდარების ავეჯის მაღაზიის ნიშა. იგი დღემდე ინარჩუნებს ავეჯის სამომხმარებლო ბაზარზე წამყვანი კომპანიის სტატუსს და ამჟამად თბილისსა და ბათუმში სამ ყველაზე დიდ შოურუმს ფლობს, რომლის საერთო ფართობია 25,000 მ.


ბელუქსის შოურუმებში წარმოდგენილია ევროპისა და აზიის 7 ქვეყნიდან იმპორტირებული 117 მწარმოებელის, ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის, სხვადასხვა სტილისა და დიზაინის, ინტერიერისა თუ ექსტერიერის ავეჯისა და სახლის აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექციები.
ასევე, ბელუქსი ფლობს საკუთარ სადისტრიბუციო კომპანიას 15.000მ სასაწყობო სისტემით.

რედ ჰაუსის მომხმარებლებს ჩვენი ბარათის საშუალებით შეუძლიათ ისარგებლონ 40% მდე ფასდაკლებით ბელუქსის მაღაზიებში