ენა: ka

ვალუტა: GEL

მშენებლობის
დასრულება:
აირჩიეთ
სართული:

რივერ პარკი

ფასის დიაპაზონი $1830 - $2050

Index | Wealth Management-ის პირველი პროექტია – რივერ პარკი, რომელიც ახალი მულტიფუნქციური უბანია თბილისში. კომპლექსი შენდება 30,000 მ2-ზე უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში მდინარე მტკვრის პირას, დიღომი #9-ს ტერიტორიაზე.

კომპანიის მთავარი ამოცანაა შექმნას კომფორტული საცხოვრებელი გარემო ქალაქის ეკოლოგიურად სუფთა ნაწილში, რომელიც შორს არის ქალაქის ცენტრის აურზაურისგან და ამავდროულად ახლოს არის ნებისმიერი საჭირო დანიშნულების ობიექტთან.

დაბალი განაშენიანების, 4 სართულიანი შენობები მშვიდი და მყუდრო გარემოს წინაპირობაა. პროექტში შემავალი თითოეული აპარტამენტი ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით

კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა: გამოიყოფა საპარკინგე ადგილები, გაკეთდება სპორტული და რეკრეაციული ზონები, ასევე მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის.

სივრცეები დაეთმობა კომერციულ ფართებსაც. ეს ნაწილი საინტერესოა იმ ადამიანებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც კომპლექსის ტერიტორიაზე განიხილავენ თავიანთი ბიზნესის განვითარებას.

პროექტი ჯამურად მოიცავს 8 ბლოკს. ამჟამად მიმდინარეობს პირველი ორი ბლოკის მშენებლობა და გაყიდვები. 

 

ჩაბარების კონდიცია:

 

პროექტში ყველა ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში, რაც მოიცავს:

  • საფასადე ბლოკი - 20სმ + 10სმ xps დათბუნება

  • შიდა ტიხრები - 10სმ-იანი ბლოკი, გალესილი გიპერით

  • მეზობლებს შორის გამყოფი ტიხრები - 20სმ-იანი ბლოკი, გალესილი გიპერით

  • კარ-ფანჯარა - თურქეთში დამზადებული საფასადე პროფილები და გერმანული ფურნიტურა ( საკეტები და მექანიზმები)

  • ლიფტები - kleemann ან მსგავსი

 

კომპლექსის ჩაბარების შემდგომი მოვლა-პატრონობა:

 

გადასახადი კვმ-ზე იქნება 1$-1,5$ დაახლოებით. 

მომსახურება გულისხმობს:

  • დაცვის კამერები

  • ლიფტების მომსახურეობა

  • საერთო სარგებლობის სივრცეების დასუფთავება

  • გამწვანების მოვლა

  • საერთო სარგებლობის სივრცეების კომუნალური გადასახადები